ქვილითაიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი
Aa
Aa

ქვილითაიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი

''გენტის'' სასტარტოში გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე ერთად პირველად ''სენტ. ტრუიდენთან'' შეხვედრაში მოხვდნენ. ქართველმა ფეხბურთელებმა 90 წუთი ითამაშეს, მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა ჩაკვეტაძე და ქვილითაია არ შეცვალა. შეხვედრა ''გენტის'' გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

27 ტურის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატში ''გენტი'' 55 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ''ბრიუგეს'' 9 ქულით ჩამორჩება.

მატჩის მე-10 წუთზე გიორგი ქვილითაიამ პენალტი გამოიმუშავა, მეტოქის საჯარიმოში მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც კანადელმა ჯონათან დევიდმა გოლად აქცია.

მე-14 წუთზე გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში პირველი გოლი შეაგდო. მან მეორე სართულზე ზუსტად ითამაშა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

26-ე წუთზე ჯონათან დევიდმა დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემა გიორგი ჩაკვეტაძემ შეასრულა და პირველი ტაიმი ''გენტის'' გამარჯვებით 3:0 დასრულდა. საბოლოოდ მასპინძლებმა 4:1 გაიმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები