ქეცბაია: ''სამარცხვინო შედეგია, ფეხბურთელებით იმედგაცრუებული ვარ''
Aa
Aa

ქეცბაია: ''სამარცხვინო შედეგია, ფეხბურთელებით იმედგაცრუებული ვარ''

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში აუტსაიდერმა ახნასის ''ეთნიკოსმა'' შინ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' 5:0 გაანადგურა. უმძიმესი მარცხის მიუხედავად ''ანორთოსისმა'' ლიდერობა შეინარჩუნა და ჰენინგ ბერგის ''ომონიას'' მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

მასპინძლებმა გოლები 28-ე, 41-ე, 43-ე, 57-ე და 83-ე წუთებზე გაიტანეს.

თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი 90 წუთი ათამაშა. ასევე, ქართველმა სპეციალისტმა ჯანო ანანიძე სასტარტოში გაამწესა, თუმცა შესვენებისას ნიკა კაჭარავათი შეცვალა.

მარცხის მიზეზებზე თემურ ქეცბაია მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა:''მეტოქე გუნდის წევრებს გამარჯვებას ვულოცავ, მათ გამარჯვების გაცილებით დიდი სურვილი ჰქონდათ. მარცხდები, როცა კონცენტრაციას კარგავ და ფიქრობ, რომ ადვილად გაიმარჯვებ.

7 თვეა ლიდერობას ვინარჩუნებთ და ერთი თამაში მთელი სეზონის განმავლობაში გაღებულ ძალისხმებას ვერ წაშლის.


ფებურთელთა მოქმედებებით უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ვარ. იმედი მაქვს მათთან საუბარი შედეგიანი იქნება და შემდეგ მატჩში მეტი კონცენტრაციით ითამაშებენ. 

პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ეს სამარცხვინო შედეგია, საკუთარ თავს პატივს არ ვცემთ. ვიმდოვნებ სამ დღეში თასის მატჩში გამარჯვებას მოვიპოვებთ და შეცდომებს აღარ დავუშვებთ.''

29 თებერვალს, ჩემპიონატის შემდეგ ტურში ''ანორთოსისი'' ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები