მან. სიტი: ძვირადღირებული ადვოკატი და ბრძოლა სანქციის გაუქმებისთვის
Aa
Aa

მან. სიტი: ძვირადღირებული ადვოკატი და ბრძოლა სანქციის გაუქმებისთვის

''მანჩესტერ სიტიმ'' ორწლიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით ადვოკატი დევიდ პენიკი დაიქირავა, რომელსაც ''ქალაქელები'' დღიური ხელფასის სახით 20 000 ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან.

Mirror-ის ცნობით პენიკი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატად ითვლება, ''ქალაქელებს'' უეფასთან ლეგალურ, კანონიერ ბრძოლაში დაეხმარება, რაც პეპ გუარდიოლას გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ორწლიანი სასჯელის გაუქმებას გულისხმობს.

რაც შეეხება იურისტის წარსულს, ბრიტანული მედიის ცნობით 63 წლის დევიდ პენიკი  ჯინა მილერს წარმოადგენდა და მან ორჯერ მოახერხა ''ბრექსიტის'' დაბლოკვა.

შეგახსენებთ, უეფას ოფიციალური განცხადებით ''მანჩესტერ სიტი“ ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთილია. პლუს ამას ინგლისური კლუბი ჯარიმის სახით 30 მილიონ ევროს გადაიხდის.

ბრიტანული მედიის ცნობით კლუბს შესაძლოა 2014 წელს მოგებული პრემიერ ლიგის ტიტული ჩამოერთვან. ინგლისის პრემიერ ლიგის გამოძიებით თუ ''მანჩესტერ სიტის'' მხრიდან ფინანსური დარღვევები დადგინდა, ''ქალაქელების'' მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდებდა. ასევე, გაჩნდა ვერსია, რომლის მიხედვით კლუბი შესაძლოა რანგით მეორე ლიგაში დააქვეითონ.

სანქციის სახით ასევე განიხილება კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით პეპ გუარდიოლას გუნდს გარკვეული რაოდენობის ქულებს დააკლებენ. 2013-14 წლების სეზონში ''მანჩესტერ სიტი'' 86 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და მეორეადგილოსან ''ლივერპულს'' მხოლოდ 2 ქულით გაასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები