34 წლის რუნიმ ფულემს პანენკას სტილში გაუტანა
Aa
Aa

34 წლის რუნიმ ფულემს პანენკას სტილში გაუტანა

ინგლისის ჩემპონშიფის 34-ე ტურში ფილიპ კოკუსა და სკოტ პარკერის სამწვრთნელო დუელი ფრედ 1:1 დასრულდა. ''დერბი ქაუნთი'' ''პრაიდ პარკზე'' უეინ რუნის გოლით დაწინაურდა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 55-ე წუთზე ინგლისელმა ფეხბურთელმა პენალტი პანენკას სტილში შესანიშნავად შეასრულა.

''ფულემმა'' წონასწორობა 71-ე წუთზე სერბი ალექსანდრ მიტროვიჩის გოლით აღადგინა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

MLS-დან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უეინ რუნიმ ჩემპიონშიფში მეცხრე მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. გარდა ამისა რუნიმ ინგლისის ასოციაციის თასის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი ''ნორტჰემპტონ თაუნს'' გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები