„გამაგრდი
Aa
Aa

„გამაგრდი" - ფერგიუსონმა მანჩესტერის მომაკვდავი ქომაგი გააბედნიერა

სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერის“ თავგადაკლული ქომაგი გაახარა. 32 წლის დამიენ ნიქსონს ცოტა ხნის წინ სიმსივნე დაუდგინდა და რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. თავდაპირველად მას 12 თვე მისცეს, თუმცა მეტასტაზები ძვლებში, ღვიძლში და ლიმფურ კვანძებში გავრცელდა, რის გამოც ექიმებს აღარაფერი შეუძლიათ.

ნიქსონი ვიზენშოუს კლინიკაში იმყოფება, რომელსაც მისი კუმირი, სერ ალექს ფერგიუსონი ესტუმრა. დამიენის ერთ-ერთმა მეგობარმა ეს ამბავი გაიგო და გადაწყვიტა „ფერგი“ მოეძებნა.

ნიქსონის მეუღლე, სამანტა მომხდარს იხსენებს და აცხადებს: „დამიენის მეგობრები სერ ალექსს პალატასთან საათ-ნახევრის განმავლობაში ელოდებოდნენ და როგორც კი ოთახიდან გამოვიდა, ვითარების შესახებ მოახსენეს. ფერგიმ იკითხა ჩემი მეუღლე სად იმყოფებოდა და შემდეგ პირდაპირ მისი პალატისკენ გაემართა. დამიენს ფერგიუსონის დანახვაზე საოცარი რეაქცია ჰქონდა და ძალიან ბედნიერი იყო“.

ნიქსონმა, რომელიც 10 წელიწადია „მანჩესტერის“ სეზონური ბილეთის მფლობელია ფერგის უთხრა, რომ გული ძალიან დაწყდა, როცა მან მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. სერ ალექსმა დამიენს სთხოვა, რომ გამაგრდეს. შემდეგ კი ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

სამანტა დასძენს, რომ კუმირთან შეხვედრამ მის მეუღლეს ურთულეს მომენტში შვება მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები