Aa
Aa

"მინდა, მასზე უკეთესი ფეხბურთელი ვიყო" - ჰოლანდის ინტერვიუ და დიდი მიზნები

ნორვეგიელმა ტალანტმა, ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

„დორტმუნდის“ ახალწვეული, რომელმაც ჯამში მიმდინარე სეზონის 29 მატჩში უკვე 39 გოლი გაიტანა, სხვადასხვა საინტერესო თემებს შეეხო.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელობა და მაღალ დონეზე თამაში მსურდა. ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიმეორებდი.

80 000 კაცის წინაშე თამაში ოცნებას ჰგავს. როცა პირველად დორტმუნდის საშინაო მატჩისას სათადარიგოთა სკამთან დავდიოდი, „ყვითელი კედლიდან“ შესანიშნავი ჰანგები შემომესმა, რასაც მთელი სტადიონის სიმღერა ერთვოდა, ეს ფანტასტიკური იყო.

აქ მხოლოდ ერთი თვეა რაც ჩამოვედი, მაგრამ ხანდახან ყველაფერი ძალიან მარტივია, რადგან ძალიან კარგი თანაგუნდელები მყავს. მოედანზე პირველი წამები სანჩოსთან, როისთან და აზართან ერთად გავატარე. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან.

ჩემთვის მამა მისაბაძი მაგალითია. მიზნად მაქვს და ვეცდები, რომ მასზე უკეთესი ფეხბურთელი ვიყო. 34 თამაში ნორვეგიის ნაკრებში და, მგონი, 200-ზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში. ეს ცოტა ნამდვილად არაა.“ 

თინეიჯერმა ფორვარდმა ბუნდესლიგის საწყის 5 მატჩში უკვე 8 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი პსჟ-სთან დუბლი შეასრულა. მისი გუნდი უქმეებზე სტუმრად „ვერდერს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები