Aa
Aa

ნევილი უეფას აკრიტიკებს: „ფინანსური ფეარ პლეის წესი სისულელეა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა „სიტის“ მხარდაჭერა გამოუცხადა და UEFA გააკრიტიკა. ინგლისელმა უკანახაზელმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ Sky Sports-თან ისაუბრა.

„ფინანსური ფეარ პლეის გამო, ჩვენ ლივერპულის, არსენალის და მანჩესტერის გარდა დიდი ისტორიის მქონე სხვა გუნდების აღმასვლას ვერასდროს ვნახავთ. ეს წესი ბლექბერნის მსგავს კლუბებში ინვესტიციების განხორციელებას ხელს უშლის.

ფინანსური ფეარ პლეის შემოღების მთავარი მიზანი კლუბების გაკოტრების თავიდან არიდება იყო, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად სხვა გზების გამოყენებაც შეგვიძლია.

ვფიქრობ სიტი UEFA-ს სასამართლო პროცესს აუცილებლად მოუგებს. მე არ მჯერა ორგანიზაციის, რომელიც სხვადასხვა საკითხებში არარეაულურ გადაწყვეტილებებს იღებს. სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ჩემი აზრით, გამარჯვება სიტის დარჩება.

ფინანსური ფეარ პლეის წესი სისულელეა. რამდენიმე წლის წინ, მანჩესტერსა და სიტის შორის სხვაობა უზარმაზარი იყო. ერთადერთი გზა კი, რომლის დახმარებითაც ქალაქელებს იუნაიტედთან გათანაბრება შეეძლოთ, ინვესტიციების განხორციელება გახლდათ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები