მშვიდობით, ჰარი გრეგ! - მიუნხენის ავიაკატასტროფის გადარჩენილი გმირი გარდაიცვალა
Aa
Aa

მშვიდობით, ჰარი გრეგ! - მიუნხენის ავიაკატასტროფის გადარჩენილი გმირი გარდაიცვალა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე, ჰარი გრეგი, რომელიც 1958 წლის მიუნხენის ტრაგედიას გადაურჩა, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვეტერანი გოლკიპერის გულმა მუშაობა გუშინ შეწყვიტა, თუმცა მისი გარდაცვალების შესახებ დღეს გამოცხადდა: "ჰარი საკუთარი ოჯახის წევრების გარემოცვაში, ჰოსპიტალში მშვიდად გარდაიცვალა", - აღნიშნული წერილი გრეგის ფონდმა გაავრცელა.

მიუნხენის ტრაგედიისას ჯამში 23 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, 5-ზე მეტ ადამიანს სიცოცხლე სწორედ გრეგმა შეუნარჩუნა, რომელმაც საბედისწერო წუთებში სიმტკიცე არ დაკარგა და უგონო მგზავრები ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან გამოიყვანა - მათ შორის ლეგენდარული ბობი ჩარლტონიც იყო.

ჰარი გრეგის პროფესიონალური კარიერა "დონკასტერში" დაიწყო, რომლიდანაც იგი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა და "ალისფერ ეშმაკთა" მაისურით 1957-66 წლებში, ჯამში 300-ზე მეტჯერ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები