ფილიპ ლამი ნახევარდაცვაში ითამაშებს
Aa
Aa

ფილიპ ლამი ნახევარდაცვაში ითამაშებს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გუარდიოლა აპირებს, რომ მიმდინარე სეზონის დარჩენილ შეხვედრებში, ფილიპ ლამი ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშოს. ეს ფაქტი მოგვიანებით თავად კატალონიელმა სპეციალისტმაც დაადასტურა.

 

თავად ფილიპ ლამმა კი განაცხადა, რომ ის იმ პოზიციაზე ითამაშებს, რომელსაც გუარდიოლა შეურჩევს და მას მწვრთნელის გადაწყვეტილებასთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

 

ფეხბურთელსა და კატალონიელ სპეციალისტს შორის, რომ იდეალური ურთიერთობაა ამას გუარდიოლას მიერ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე ხნის წინ მან ფილიპ ლამს ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი უწოდა ვისთან ერთადაც ოდესმე უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები