ტოტენჰემის დრამატული და არსენალის მარტივი გამარჯვება (VIDEO)
Aa
Aa

ტოტენჰემის დრამატული და არსენალის მარტივი გამარჯვება (VIDEO)

პრემიერლიგის მე-6 ტურში „ტოტენჰემმა“ და „არსენალმა“ მნიშვნელოვანი 3-3 ქულა გაიფორმეს.

ჟოზე მოურინიოს გუნდი ბირმინჰემს ესტუმრა და საოცრად დრამატულ ბრძოლაში გამარჯვება ბოლო წუთებზე მოიპოვა.

ტობი ალდერვეირელდმა ჯერ ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ კი მეტოქის კარიც დალაშქრა და წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლო წუთზე სონმა პენალტი გააფუჭა, თუმცა დამატებაზე გატანა შეძლო და შესვენებაზე გუნდი დაწინაურებული გაიყვანა.

მერე ტაიმში მასპინძლებმა ენჯელსის გოლით წონასწორობა აღადგინეს და შეხვედრა თითქოს ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 94-ე წუთზე სონმა დუბლი გაიფორმა და „დეზებს“ სამი ქულა მოაპოვებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ტოტენჰემი“ 40 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლას აგრძელებს.

რაც შეეხება „არსენალს“, მიკელ არტეტას გუნდმა „ნიუკასლს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. „მეთოფეები“ სრულ უპირატესობას ფლობდნენ. „კაჭკაჭებმა“ კარში ზუსტად მხოლოდ ერთჯერ დაარტყეს.

მეორე ტაიმის სტარტზე „კანონირებმა“ ობამეიანგისა და პეპეს გოლებით მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

„არსენალმა“ უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და შეხვედრის მიწურულს 2 გოლის გატანა კიდევ შეძლო. გოლების ავტორები მესუთ იოზილი და ალექსანდრ ლაკაზეტი გახდნენ.

არტეტას გუნდი 34 ქულით მე-10 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მათი მოხვედრა ნაკლებად სავარაუდოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები