ვიზა სენსაციის შემქმნელი მეკარის დედისთვის | ვოზინიას მთავარი ქომაგი ტრიბუნაზე იქნება
Aa
Aa

ვიზა სენსაციის შემქმნელი მეკარის დედისთვის | ვოზინიას მთავარი ქომაგი ტრიბუნაზე იქნება

კაბო ვერდეს ნაკრების მეკარე ვოზინიამ ესპანეთთან საოცარი თამაშის შემდეგ დიდი ყურადღება დაიმსახურა. 40 წლის მეკარე ყველაზე ასაკოვანი კარის დარაჯი გახდა, რომელმაც მუნდიალზე სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა, ესპანეთთან მის აქტივში 7 „სეივი'' იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მატჩის შემდეგ ვოზინიამ აღნიშნა, რომ ვიზის პრობლემებისა და ფინანსების გამო დედა მის თამაშს ვერ დაესწრო.

ESPN-ის ინფორმაციით, ვოზინიას დედას აშშ-ში შესასვლელი ვიზა დაუმტკიცდა, რათა მუნდიალზე თავისი შვილის მომდევნო მატჩს დაესწროს. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა. ჯეფრისმა აღნიშნა, რომ ყველა სავიზო მოსაკრებელი გაუქმდა და უკვე მზადდება სამგზავრო დეტალები, რათა მან კვირას, მაიამიში, ურუგვაის წინააღმდეგ კაბო-ვერდეს მომდევნო მატჩზე ჩასვლა შეძლოს.

„მადლობას ვუხდი სახელმწიფო მდივან რუბიოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს, კაბო-ვერდეს მთავრობასა და ფიფას ერთობლივი მუშაობისთვის, რამაც ეს შესაძლებელი გახადა“, — თქვა ჯეფრისმა.

ფოტოზე მარცხნივ ანა კანდიდა ევორა, ვოზინიას დედა, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად Reuters-თან ინტერვიუს დროს, საკუთარ სახლში, მინდელოში, სან-ვისენტე, კაბო-ვერდე.

კაბო-ვერდე იმ 50 ქვეყანას შორისაა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე ოდენობის ფინანსური გარანტიის (ობლიგაციის) წარდგენა უწევთ. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფრო ფართო შეზღუდვების ნაწილია იმ ქვეყნებიდან მომავალი მოგზაურებისთვის, სადაც, ოფიციალური პირების განცხადებით, ვიზის ვადის გადაცილების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ თვეში ეს მოთხოვნა გააუქმა კაბო-ვერდესა და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე კიდევ ოთხი ქვეყნის ბილეთების მფლობელებისთვის, თუმცა კრიტიკოსების თქმით, ბევრი გულშემატკივრისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰეთ-თრიკი ალჟირთან | მესის ისტორიული მატჩი და კლოზეს რეკორდი გამეორებულია
ჰეთ-თრიკი ალჟირთან | მესის ისტორიული მატჩი და კლოზეს რეკორდი გამეორებულია