ქეცბაიას ემოციები და ''ანორთოსისის'' დრამატული გამარჯვება
Aa
Aa

ქეცბაიას ემოციები და ''ანორთოსისის'' დრამატული გამარჯვება

კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ''ანორთოსისმა'' შინ ''ნეა სალამინა'' 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ქართველი მწვრთნელის გუნდი ორჯერ იგებდა, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ორივე გოლის შემდეგ მოახერხეს.

81-ე წუთზე ''ანორთოსისის'' შემტევმა დურიშმა თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

 

''ანორთოსისის'' რიგებში ლორიამ, დაუშვილმა და ოქრიაშვილმა 90 წუთი ითამაშეს. ნიკა კაჭარავა სასტარტოში მოხვდა, თუმცა გოლი ვერც ამჯერად გაიტანა. შესვენების შემდეგ თემურ ქეცბაიამ კაჭარავა შეცვალა, ხოლო ანანიძე მატჩში 77-ე წუთიდან ჩაერთო.

20 ტურის შემდეგ ''ანორთოსისი'' 43 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ომონიას'' 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები