ქართველების გოლები: კვარაცხელიას ჯარიმა და დავითაშვილის კომბინაცია
Aa
Aa

ქართველების გოლები: კვარაცხელიას ჯარიმა და დავითაშვილის კომბინაცია

ყაზანის ''რუბინის'' ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბელარუსის წარმომადგენელ ''სლავიასთან'' ამხანაგურ მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა. მან მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა, კარისკენ იდეალურად დაარტყა და მეკარის რეაგირება უშედეგო აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, სლუცკის გაწვრთნილი ''რუბინი'' სეზონის მეორე ნახევრისთვის თურქეთში ემზადება. ''რუბინში''  კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ირიცხება.

 

მატჩის საბოლოო ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც თანაგუნდელთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და გოლით დაასრულა. საბოლოოდ ''რუბინმა'' ''სლავია'' 5:0 გაანადგურა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები