''დიდი განხეთქილება არ ყოფილა, მაგრამ...'' - ხეჩიკაშვილმა ჭანტურიას წასვლა დაადასტურა
Aa
Aa

''დიდი განხეთქილება არ ყოფილა, მაგრამ...'' - ხეჩიკაშვილმა ჭანტურიას წასვლა დაადასტურა

''საბურთალოს'' პრეზიდენტმა ტარილ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია ''იმედთან'' გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით გიორგი ჭანტურიამ გუნდი დატოვა. ხეჩიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სეზონის საწყის ეტაპზე ''საბურთალოს'' თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც თბილისურ კლუბში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:''გიორგი ცეცაძესთან გრძელვადიანი გეგმები გვქონდა,  მეგობრებად ვრჩებით, თუმცა გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით და თანამშრომლობა შევწყვიტეთ.

ბევრი რამ გვაერთიანებს გია ცეცაძესთან, გვსურდა საკლუბო ფეხბურთში წარმატებული ისტორია შეგვექმნა. გარკვეული საკითხები გუნდში რჩება, თუმცა არის საკითხები, რომელთა შესახებ საჯაროდ ვისაუბრებ. ''საბურთალო'' განვითარებას გააგრძელებს.

გუნდში დიდი განხეთქილება არ ყოფილა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. შეკრებას ყოველთვის თან სდევს მაღალი ტემპი ურთიერთობაში, თუმცა არსებობს ზღვარი და როცა დავინახეთ, რომ სხვა ტიპის პრობლემა იყო, თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ.

  

''საბურთალოში'' მწვრთნელის მიმართ ნდობა ყოველთვის დიდი იყო. გია ცეცაძე გულანთებული პატრიოტია, მაგრამ თანამშრომლობა არ შედგა.

გვსურდა გიორგი ჭანტურია ფეხბურთში დაბრუნებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგება. იმედი მაქვს ქართულ ფეხბურთში წარმატებით დაბრუნდება.

ჩვენ თემურ შალამბერიძეს ნდობას ვუცხადებთ, ის საკმაოდ ერუდირებული და განათლებული მწვრთნელია. მისთვის ''საბურთალოს'' მთავარ მწვრთნელად მუშაობა დიდი პატივია. სუპერთასსა და სეზონის საწყის ეტაპზე ''საბურთალოს'' შალამბერიძე გაწვრთნის და შესაძლოა მასთან თანამშრომლობა სეზონის ბოლომდე გაგრძელდეს.''

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები