ALL STAR 2020 - ამომავალი ვარსკვლავების მატჩი: აშშ-მ მსოფლიო დაამარცხა
Aa
Aa

ALL STAR 2020 - ამომავალი ვარსკვლავების მატჩი: აშშ-მ მსოფლიო დაამარცხა

ჩიკაგოში 69-ე „ოლ სტარის“ „უიქენდი“ დაიწყო და გულშემატკივრებმა NBA-ს ამომავალ ვარსკვლავთა დაპირისპირება იხილა. აშშ-ს ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდა.

პირველი ტაიმის მოგების მიუხედავად, შეხვედრა აშშ-ს გამარჯვებით 151:131 დასრულდა.

პირველი ტაიმის ბოლო წამები „დალასის“ ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა გაალამაზა და საკუთარი ნახევრიდან სირენასთან ერთად გაუშვა... სროლა ზუსტი გამოდგა!


დიდი შესვენების შემდეგ, აშშ-ს ნაკრებმა ჩამორჩენის აღმოფხვრა დაიწყო და მე-3 მეოთხედი 44:24 მოიგო. ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა და მსოფლიოს ნაკრებმა სიტუაციის შეცვლა ვეღარ მოახერხა, საბოლოოდ 20 ქულითაც დამარცხდა.

შეხვედრის MVP აშშ-ს ნაკრების ფორვარდი მაილზ დევისი გახდა, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 გადაცემა ჩაიწერა.

რაც შეეხება „პელიკანსის“ ლიდერს ზაიონ უილიამსონს, მან შეხვედრა 14 ქულით დაასრულა, თუმცა ერთ ეპიზოდში ყურადღება მიიპყრო, როდესაც ჩატენვისას ვერ მოზომა და ფარი დააზიანა.


მსოფლიო ვარსკვლავთა შორის საუკეთსო არ ჯეი ბარეტსი იყო - 27 ქულა, 6 მოხსნა, 5 გადაცემა. ბრენდონ კლარკს 22 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა. ლუკა დონჩიჩმა კი 16 ქულა მიითვალა.

ჩვენი დროით 16 თებერვალს შეჯიბრის კონკურსები გაიმართება. ტექნიკა, სამქულიანები და ჩატენვები - წინ დიდი სანახოაბა გველის. 17 იანვარს კი მთავარი შოუ შედგება - ლებრონის გუნდი იანისის გუნდს შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები