Aa
Aa

გოგას კვლავ არ უთამაშია - „ინდიანამ" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

„ინდიანა პეისერსმა“ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და საკუთარ კედლებში აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი, „მილუოკი ბაქსი“ 118-111 დაამარცხა.

„ხარირმებმა“ იანის ანტეტოკოუნმპოს გარეშე იასპარეზეს, რომელმაც შეხვედრა პირადი მიზეზების გამო გამოტოვა. „გრიკ ფრიკის“ არყოფნით გოგა ბითაძის გუნდმა მშვენივრად ისარგებლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველ კალათბურთელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. „ინდიანას“ წარმატება კი დიდწილად ტი ჯეი უორენის დამსახურება გახლავთ, რომელიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 35 ქულა დააგროვა. უორენის გარდა, 17 ქულით მალკოლმ ბროგდონი გამოირჩა. მაილს ტერნერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და 14 ქულასთან ერთად 10 მოხსნას დასჯერდა, ხოლო „პეისერსის“ ვარსკვლავმა, ვიქტორ ოლადიპომ მატჩი 13 ქულით დაასრულა.

„მილუოკის“ დამარცხების შემდეგ, „ინდიანას“ 32 მოგება და 23 წაგება აქვს. ნეით მაკმილანის ბიჭები აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრას აუტსაიდერი „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები