ბრაიდა:
Aa
Aa

ბრაიდა: "ბარსა მესის გარეშე ჩვეულებრივი გუნდია - სევილია ან ვალენსია"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ, ლიონელ მესისთან დაკავშირებით, პრესასთან კომენტარი გააკეთა. 

იტალიელი ფუნქციონერი, რომელიც თავის საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სპეციალისტად ითვლებოდა, "ბლაუგრანაში" წლების განმავლობაში მუშაობდა და კლუბის შიდა სამზარეულოში კარგადაა ჩახედული.

"მესი ბარსელონაში კარგადაა, ძალიან დიდი ხანია იგი ოჯახთან ერთად ამ ქალაქში ცხოვრობს. ურთულესია იმის წარმოდგენა, რომ ის კლუბს დატოვებს, თუმცა გამორიცხული არაფერია. 

დღესდღეობით, მისი შეძენა ყველაზე მეტად ინგლისურ კლუბებს შეუძლიათ, მაგრამ ასევე ვიტყოდი, რომ უშანსოდ არც იტალიური კლუბები იქნებიან, ასეთები "იუვენტუსი" და "ინტერი" არიან.

სიმართლე გითხრათ, "ბარსა" მესის გარეშე ვერ წარმომიდგენია, ისაა პოლუსი, რომელსაც ვერ შეეხები, იგი ხალხს უყვარს და საამისოდ მიზეზიც არსებობს. "ბარსა" მის გარეშე განსხვავებული, ერთი ჩვეულებრივი გუნდია, ისეთი როგორიც "სევილია" ან "ვალენსიაა".

რაც შეეხება აბიდალს, შეიძლება, ის კარგი ბიჭია, თუმცა საქმეში ცოტა გამოუცდელია და ახლა სწორედ ამის გამო ისჯება. პირველ რიგში, მესის დაველაპარაკებოდი და მისგან გავიგებდი, კონკრეტულად რა ხდება. შევასრულებდი შუამავლის როლს, რაც ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია". - აცხადებს ბრაიდა.

73 წლის იტალიელი სპეციალისტი ამჟამად კვლავ "ბარსელონას" მიერაა დაქირავებული და წლების განმავლობაში დაძაბული მუშაობის შემდეგ, სკაუტის ფუნქციას ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები