Aa Aa
9 თებერვალი 2020  |  13:05

მამუკელაშვილი ტემპს არ აგდებს - გამარჯვება 26-წლიანი პაუზის შემდეგ

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ''სეტონ ჰოლის'' გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი იყო. ''სეტონ ჰოლმა'' ''ვილანოვა'' 70:64 დაამარცხა.

ამ მატჩამდე,  ''სეტონ ჰოლმა'' ''ვილანოვას'' ძლევა 1994 წლის 26 თებერვალს მოახერხა. ასე რომ, მამუკელაშვილის გუნდმა ნავსი 26-წლიანი პაუზის შემდეგ გატეხა.

უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა 17 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 8 მოხსნა და 2 დაფარებაა.  სანდრომ 10-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, სასტარტო ხუთეულში მოთამაშე ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 36 წუთი გაატარა და ბურთი არ დაუკარგავს.

დიდი აღმოსავლეთის კონფერენციას ''სეტონ ჰოლი'' 10 მოგებით ლიდერობს. მიმდინარე სეზონში მამუკელაშვილის გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

''სეტონ ჰოლის'' შემდეგი მეტოქე “კრეიტონია''. მატჩი 13 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

imgbanner

ცხელი სიახლეები