ხმაურიანი ტრანსფერი -
Aa
Aa

ხმაურიანი ტრანსფერი - "ბაზელის", "დნიპროსა" და "ბოავიშტას" ყოფილი მცველი ეროვნულ ლიგაში!

საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გუნდმა განის ნაკრების ყოფილი მცველი, სამუელ ინკუმი გაიფორმა.  30 წლის აფრიკელი უკანახაზელი იმერულ კლუბს უკვე შეუერთდა და ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა. 

ინკუმი განის ეროვნული ნაკრების წევრად 2008 წლიდან ითვლება და 2014 წლამდე ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, რა დროშიც 46 მატჩი ჩაატარა - 1 გოლიც გაიტანა. ნაკრების რიგებში , მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე 2 მატჩი ითამაშა, სხვადასხვა პერიოდში კი ამხანაგურ შეხვედრებში ბრაზილიის, ნიდერლანდებისა და ინგლისის წინააღმდეგ უთამაშია.

გამოცდილ მარჯვენა მცველს საკმაოდ საინტერესო კარიერა აქვს და წლების განმავლობაში არაერთი მეტ-ნაკლებად სახელიანი ევროპული კლუბის რიგებში უთამაშია. 2009-11 წლებში - "ბაზელის", 2011-14 წლებში - "დნიპროს", 2013 წელს - "ბასტიას" (იმ პერიოდში ლიგა 1-ში ასპარეზობდა), 2015-16 წლებში კი "ბოავიშტას" ღირსებას იცავდა.

ინკუმმა რამდენიმე თვე თურქულ "ანტალიასპორშიც" გაატარა, 2019-20 წლების სეზონი კი ბულგარულ "დუნავში" დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები