AUS Open ფინალი: 5 სეტი და 4 საათიანი ბრძოლა - ჯოკოვიჩმა ტიმი დაამარცხა!
Aa
Aa

AUS Open ფინალი: 5 სეტი და 4 საათიანი ბრძოლა - ჯოკოვიჩმა ტიმი დაამარცხა!

AUS Open-ზე საოცარი ფინალი შედგა. 5 სეტიანი ბრძოლა, რომელიც 4 საათსა და 3 წუთს გაგრძელდა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დომინიკ ტიმს 3:2 (6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4) სძლია და კარიერაში მე-17 დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

სერბმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მერვედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ის რეკორდსმენია. ამ ტურნირზე ნოვაკს ნახევარფინალი და ფინალი არასდროს წაუგია.

პირველ სეტში „ნოლე“ გაცილებით დამაჯერებელი იყო და ტიმს შეცდომებს არ პატიობდა. ავსტრიელი ღელავდა და სერბს ტემპში ვერ აჰყვა, რაც შედეგშიც აისახა.

მეორე სეტიდან მოყოლებული ტიმმა ტემპს მოუმატა და გაცილებით აგრესიულად ათამაშდა. 25 წლის ავსტრიელი უფრო თამამი გახდა და მოპოვებული ბრეიკი ხელიდან აღარ გაუშვია, სეტი 6:4-ზე დახურა.

მე-3 სეტი დომინიკ ტიმმა გაცილებით ადვილად მოიგო. ნოვაკი აიჭრა და სადავეები ხელიდან გაექცა. საბოლოოდ 6:2.

1:2-ზე ჯოკოვიჩი გამოფხიზლდა და ჩვეულ სტილში ათამაშდა. ტიმს ყველა კომპონენტში აჯობა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

ეს იყო ლოგიკური შედეგი, ორი ღირსეული ფინალისტი და შეხვედრა, რომელიც მე-5 სეტამდე მივიდა.

გადამწყვეტ სეტში ჯოკოვიჩმა ბრეიკი მალევე შეასრულა და 3:1-ზე დაწინაურდა. ტიმს უკუბრეიკის შანსი მიეცა, თუმცა სამი ცდიდან ვერცერთი გამოიყენა.

ჯოკოვიჩმა საბოლოოდ 5:4 წაიყვანა და მატჩზე ჩააწოდა. 40:15 და მატჩი! - არანაირი კითხვის ნიშნები, „ნოლემ“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა, ეს მისი სტილი არ არის.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები