ტიმი ფინალშია! - ავსტრიელი ტიტულისთვის ჯოკოვიჩთან იბრძოლებს
ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, დომინიმ ტიმმა ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა და ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩზე გავიდა. ტიმი პირველი ავსტრიელია, რომელიც Aus Open-ის ფინალში ითამაშებს.
თამაში 3 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ზვერევის გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც ავსტრიელმა მატჩის მიმდინარეობაში გარდატეხა შეიტანა და დანარჩენი 3 პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა - 3:6; 6:4; 7:6; 7:6.
Thiem Supreme@ThiemDomi earns his way into a maiden #AusOpen final 3-6 6-4 7-6(3) 7-6(4) over Zverev to meet Djokovic for the title.#AO2020 | #AusOpen pic.twitter.com/EtzpDLDtgn
— #AusOpen (@AustralianOpen) January 31, 2020
აღსანიშნავია, რომ ტიმს ტურნირზე ბოლო 5 ტაიბრეიკი აქვს მოგებული. მან რაფა ნადალს სამ ტაიბრეიკზე აჯობა, დღეს კი თითქმის იგივე ბედი ზვერევმა გაიზიარა.
ტიმი Aus Open-ის ფინალში პირველად ითამაშებს და თუკი იქ გამარჯვებას შეძლებს, ჩოგბურთის ისტორიაში 150-ე მოთამაშე იქნება, რომელიც დიდი სლემის ტურნირს მოიგებს. ასევე 1990 და შემდგომ წლებში დაბადებული პირველი ჩოგბურთელი გახდება, რომელიც დიდი სლემის ტიტულს მოიპოვებს.
ტიმისა და ჯოკოვიჩის ფინალური მატჩი კვირას, 2 თებერვალს, ლეგენდარული როდ ლეივერის სახელობის კორტზე, თბილისის დროით - 12:30 საათიდან დაიწყება.