Aa Aa
15 აპრილი 2015  |  12:29

„ნაპოლი“ შკრტელით ინტერესდება

„The Mirror“-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“ „ლივერპულის“ ცენტრალური მცველით, მარტინ შკრტელის შეძენით არის დაინტერესებული. იტალიური კლუბის მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს, სლოვაკი ფეხბურთელის გადაბირება 2013 წელსაც სურდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩაიშალა. თავად ფეხბურთელი ამ ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით არანაირი შემოთავაზების განხილვას არ აპირებს.

„ნაპოლისთან“ კონტაქტი რამდენიმე თვის წინ მქონდა, თუმცა ამ მომენტში მე მხოლოდ საკუთარ გუნდზე ვარ ორიენტირებული და მსურს სეზონი რაც შეიძლება უკეთესად დავასრულო. ზაფხულში კი მზად ვარ, რომ ნებისმიერი წინადადება განვიხილო“ - განაცხადა შკრტელმა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები