ოფიციალურად: ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს!
Aa
Aa

ოფიციალურად: ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს!

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 21 წლის განაპირა მცველი, ოთარ კაკაბაძე, კარიერას ესპანურ "ხიმნასტიკში" გააგრძელებს. 

როგორც, ტარაგონული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, კაკაბაძემ ამ გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ხიმნასტიკმა", გასულ სეზონში სეგუნდა დივიზიონში, მე-3 ადგილი დაიკავა და "ლა ლიგაში" გადასასვლელ ფლეი-ოფში "ოსასუნასთან" დამარცხდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი, გიორგი აბურჯანია ასპარეზობს, რომელიც ტარაგონელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

 

მომზადებულია gimnasticdetarragona.cat-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები