ჰუფნაგელის გამარჯვების გოლი - ''ჰახინგი'' აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებს
Aa
Aa

ჰუფნაგელის გამარჯვების გოლი - ''ჰახინგი'' აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებს

გერმანიის რანგით მესამე ლიგაში ლუკას ჰუფნაგელმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 21-ე ტურში ''ვიურცბურგერ კიკერსი'' შინ ''უნტერჰახინგთან'' 1:2 დამარცხდა. 25 წლის ლუკას ჰუფნაგელმა ''უნტერჰახინგის'' სასტარტოში ითამაშა და 75-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო.


 

პირველი ტაიმი ''ვიურცბურგერ კიკერსმა'' 1:0 მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და ''ქამბექით'' გაიმარჯვეს.

აღნიშნულ შეხვედრაში მსაჯმა ფეხბურთელებს ორი წითელი ბარათი უჩვენა. 71-ე წუთზე მასპინძლები რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ოთხ წუთში ჰუფნაგელმა გოლი შეაგდო, ხოლო 88-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან ჰუფნაგელის თანაგუნდელი გააძევა.

მიმდინარე სეზონში ჰუფნაგელმა გერმანიის ჩემპიონატის 21 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ''ვიურცბურგერ კიკერსის'' გარდა ამპლუით ნახევარმცველმა ''კაიზერს'' შეუგდო.

21 ტურის შემდეგ გერმანიის რანგით მესამე ლიგაში ''დუისბურგი'' 40 ქულით პირველ ადგილზეა, ''უნტერჰახინგი'' 36 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. ასევე 36 ქულაა მესამეადგილოსან ვალდჰოფის ''მანჰაიმის'' ანგარიშზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები