კვარაცხელიას საგოლე პასი: სლუცკი ქართველებს ენდობა
Aa
Aa

კვარაცხელიას საგოლე პასი: სლუცკი ქართველებს ენდობა

თურქულ შეკრებაზე ყაზანის ''რუბინმა'' ამხანაგური მატჩი ბრატისლავას ''სლოვანის'' წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა რუსულმა გუნდმა 2:1 მოიგო. მეორე გოლისას საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, გოლი ალექსანდრ ზუევის ანგარიშზეა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ლეონიდან სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილიც სასტარტოში გაამწესა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

შეგახსენებთ, ყაზანური კლუბი ქართველმა ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ დატოვა, რომელმაც შესაძლოა კარიერა რუსეთის რანგით მეორე ლიგაში გააგრძელოს. მიქელთაძით დაინტერესებული კლუბი პრემიერ ლიგაში აღზევების ერთ-ერთი კანდიდატია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები