ოფიციალურად: დანი ოლმო
Aa
Aa

ოფიციალურად: დანი ოლმო "ლაიპციგის" ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ზაგრების „დინამოს“ 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი დანი ოლმო ამიერიდან „ლაიპციგისთვის“ შეუტევს.

ოლმომ გერმანულ კლუბთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ის კლუბის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს. ესპანელი 24 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ზაგრების „დინამო“ ოლმოს სანაცვლოდ დაახლოებით 35 მილიონ ევროს მიიღებს. 30 მილიონს ხორვატები ახლა მიიღებენ, ხოლო 5-ს ბონუსების სახთ.

„ბარსელონას“ აღზრდილი დანი ოლმოს გაფორმება თავდაპირველად სწორედ კატალონიურ კლუბს სურდა, შემდეგ მთავარ ფავორიტად „მილანი“ იქცა, საბოლოოდ იტალიელებს ფასი ეძვირათ და ყველას „ლაიპციგმა“ აჯობა.

„დინამოს“ რიგებში ოლმომ წელს ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 5 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ოლმოს დებიუტი ესპანეთის ნაკრებშიც ჰქონდა, რომელიც მალტის წინააღმდეგ გოლით აღნიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები