Aa
Aa

სანია ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს

36 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბაკარი სანია შესაძლოა ლიგა 1-ში დაბრუნდეს და ‘‘ნანტის’’ რიგებში ჩაირიცხოს. ეკიპის ცნობით მონრეალის დატოვების შემდეგ გამოცდილი მოთამაშე ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს და დაინტერესებული მხარის პირობებს განიხილავს.

ლონდონის არსენალისა და მანჩესტერ სიტის ყოფილი მარჯვენა მცველი თავისუფალი აგენტია. მას ლიგა 1-ში მხოლოდ ოსერის მაისურით უთამაშია, ინგლისის პრემიერ ლიგის დატოვების შემდეგ კი მცირე ხნით სერია ა-ს ბენევენტოში გამოდიოდა.

2007-16 წლებში სანიამ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 65 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები