Aa
Aa

გარიგება სიტყვიერად შედგა: ერიქსენი სერია ა-ში ითამაშებს

Guardian-ის ინფორმაციით, კრისტიან ერიკსენის სატრანსფერო საგა დასრულდა და დანიელი ნახევარმცველი მომდევნო კვირაში მილანის „ინტერის“ მოთამაშე გახდება.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ „ინტერმა“ და „ტოტენჰემმა“ შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ლონდონელები 20 მილიონ ევროს მიიღებენ.

ერიკსენი ანტონიო კონტეს გუნდთან 4.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 260 ათასი ფუნტი იქნება, ბონუსების სახით კი 320 ათასამდე ავა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დანიელისთვის ბრძოლაში „ბარსელონაც“ ჩაერთო, თუმცა კატალონიურ კლუბთან დაახლოებულმა წყაროებმა ინფორმაცია არ დაადასტურეს.

„ინტერი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას საკმაოდ გაძლიერდა, მილანელებს უკვე შეუერთდნენ ეშლი იანგი და ვიქტორ მოზესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები