Aa
Aa

მაინც „ნისლიანი ალბიონი"? - „ჩელსის" კონკურენტი გამოუჩნდა

„ნისლიან ალბიონზე“ ედინსონ კავანის სამომავლო გეგმების განხილვა არ წყდება. ამჯერად ურუგვაელი ფეხბურთელის შესახებ Telegraph წერს და აცხადებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მისი გადაბირების შანსი გაუჩნდა.

ბრიტანული გამოცემის ცნობით „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა კავანის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადება მიიღეს. მანჩესტერელებს 32 წლის თავდამსხმელის 12.6 მილიონ ფუნტად შეძენა შეუძლიათ, თუმცა „იუნაიტედის“ მესვეურები ფრთხილობენ.

კლუბის ხელმძღვანელობას სურს ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოს და იგივე შეცდომა არ დაუშვას, რაც ალექსის სანჩესთან მიმართებით დაუშვა.

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშმაკები“ ტრავმირებული მარკუს რაშფორდის შემცვლელს ეძებენ და რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებიან. უცხოური გაზეთები კი „მანჩესტერის“ გარდა კავანის „ჩელსის“ უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები