„რასაც არგენტინელები აკეთებენ, საშინელი სანახავია“ - მაკმანამანი
„ლივერპულის“, „რეალისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სტივ მაკმანამანმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრების ფეხბურთელების ქცევა გააკრიტიკა.
რას ამბობს მაკმანამანი:
„არგენტინელები ბინძურად თამაშობენ და ეს მათ ცუდად წარმოაჩენს. კარგი სანახავი ნამდვილად არ არის. მათ ჰყავთ, შესაძლოა, მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი, მისი თანაგუნდელები კი ისე იქცევიან, თითქოს ფეხბურთი არ აინტერესებთ, თითქოს ყველაფრის გაკეთება სურთ იმის გარდა, რომ საფეხბურთო მატჩი მოიგონ. მათ შეუძლიათ მეტოქეებს ფეხი დაარტყან, სცემონ, მაისურზე დაქაჩონ, სიმულაციას მიმართონ და გააკეთონ ნებისმიერი რამ.
საფრანგეთთან მატჩში პარაგვაის ნაკრების ქცევამ წყობიდან გამოგვიყვანა, მაგრამ ეს უარესი იყო, ეს უბრალოდ საშინელება გახლდათ. ეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, მთელი ქვეყანა, მთელი სამყარო ამ თამაშს ადევნებს თვალს და ხედავს აი, ამას.
თუ ნეიტრალური გულშემატკივარი ხარ, ფიქრობ: „იმედია, ესპანეთი გაიტანს და ყველაფერი დასრულდება“. არგენტინა საშინელი იყო, მათი გამოსვლა კოშმარული გამოდგა“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები ესპანეთთან მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.