ლეგენდარული კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ლეგენდარული კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ექს-ფეხბურთელის ოჯახმა გაავრცელა.

„უდიდესი მწუხარებით გაცნობებთ, რომ კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. კევინი სიმსივნეს ებრძოდა. სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით მეუღლე და ქალიშვილები იყვნენ.

კევინი, „ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელი, საყვარელი მეუღლე, მამა და ბაბუა იყო.

ოჯახს სურს მადლობა გადაუხადოს კევინის ექიმების საოცარ გუნდს მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან რთული პერიოდია და გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცესა და ხელშეუხებლობას“, – ნათქვამია კიგანის ოჯახის განცხადებაში.

კევინი პროფესიონალურ დონეზე 1968-დან 1985 წლამდე თამაშობდა. სხვადასხვა წლების განმავლობაში ის „ლივერპულის“, „ნიუკასლის“, „საუთჰემპტონის“, „ჰამბურგის“, „სკანთორპისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი იყო და კარიერაში ორჯერ შეძლო „ოქროს ბურთის“ მოგება.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის „ნიუკასლს“, „ფულჰემს“, ინგლისის ნაკრებსა და „მანჩესტერ სიტის“ წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20 ივლისის სატრანსფერო ზონა
20 ივლისის სატრანსფერო ზონა