ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლამინ იამალი, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ამ ტურნირზე საუკეთესო ფორმაში არ იყო, მაგრამ...“ - ზლატანი იამალზე

ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა FOX Sports-ის ეთერში ესპანეთის ნაკრების ლიდერზე, ლამინ იამალზე ისაუბრა.

„იამალი ამ ტურნირზე 100%-ით მზად არ ყოფილა. მსოფლიო ჩემპიონატზე ლამინის საუკეთესო ვერსია არ გვიხილავს, მაგრამ ესპანეთი მაინც ყველა მატჩში დომინირებდა. ის მიუთითებს ამ გუნდის სიძლიერეზე - მაშინაც კი, როდესაც იამალი საუკეთესო ფორმაში არაა. ისინი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ამ გაუთავებელი პასებით ესპანეთის ნაკრები იმედს გართმევს. ჩემი კარიერიდანაც მახსოვს, რომ როდესაც მეტოქე ბურთს დაიჭერდა და დიდხანს აკონტროლებდა, მოთმინებას ვკარგავდი და უხეშობაზე გადავდიოდი. სწორედ ეს ვნახეთ ესპანეთის ყველა მატჩში. მათ არა მხოლოდ საუკეთესო შეტევა, არამედ საუკეთესო დაცვაც ჰყავდათ“.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის 8 მატჩში იამალის ანგარიშზე ერთი გოლია - მეორე ტურის შეხვედრაში ლამინმა საუდის არაბეთს გაუტანა.

რაც შეეხება ფინალს, ერთადერთი გოლი 106-ე წუთზე ნიკო უილიამსის პასით ფერან ტორესმა გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ოქრო მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მთელი კვირა მსაჯებზე ტიროდით“ | როდრისა და ოტამენდის დიალოგი და ჩხუბი ფინალის შემდეგ
„მთელი კვირა მსაჯებზე ტიროდით“ | როდრისა და ოტამენდის დიალოგი და ჩხუბი ფინალის შემდეგ