ლუის დე ლა ფუენტე, მარკ კუკურელია
Aa
Aa

„არც ისეთი მახინჯი ვარ“ | დე ლა ფუენტე კუკურელიას ტატუს პირობაზე

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მარკ კუკურელიას პირობა აქვს შესასრულებელი. „ფურია როხას“ მარცხენა მცველმა განაცხადა, რომ თუ მისი გუნდი ტურნირს ტრიუმფით დაასრულებდა, ლუის დე ლა ფუენტეს სახეს ტატუდ დაიხატავდა.

ესპანეთმა ფინალში არგენტინა დამატებით დროში, 1:0 დაამარცხა და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დე ლა ფუენტეს კუკურელიას პირობაზეც ჰკითხეს: „უკვე ვუთხარი, რომ შეცდნენ და თუ პირობას დებ, სიტყვა უნდა შეასრულო. თანაც, არც ისეთი მახინჯი ვარ“.

„ლა როხას“ თავკაცმა როდრიზე, ლიონელ სკალონიზე, ფერან ტორესსა და ლამინ იამალზეც ილაპარაკა.

როდრიზე: „მას „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია, თუმცა იმავეს გაკეთება სხვებსაც შეუძლიათ“.

ფერანზე: „ცხოვრება სამართლიანად ექცევა მათ, ვინც თავდაუზოგავად მუშაობს. ფერანი ამ ბედნიერებას იმსახურებდა“.

ლამინ იამალზე: „მან გუნდისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რაც კარგად აღწერს, ჩვენი ნაკრები რა ღირებულებებს ატარებს“.

ლიონელ სკალონიზე: „ერთმანეთს ჩავეხუტეთ და მადლობა გადავუხადე. იმიტომ, რომ მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ვუთხარი, რომ ახალგაზრდაა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გრძელი კარიერა ელის. დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ მან საოცარი სამუშაო გასწია. მის გამო ვწუხვარ და თანავუგრძნობ“.

შეგახსენებთ, რომ დე ლა ფუენტემ ისტორია დაწერა. 65 წლისა და 29 დღის ასაკში ის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ ფასად კვარაცხელიას ველოდებოდი“ - პირს მორგანი როჯერსის ტრანსფერზე
„ასეთ ფასად კვარაცხელიას ველოდებოდი“ - პირს მორგანი როჯერსის ტრანსფერზე