ბრიტანული პრესა - ფერნანდეშის „მანჩესტერში“ ტრანსფერი ჩაიშალა
Aa
Aa

ბრიტანული პრესა - ფერნანდეშის „მანჩესტერში“ ტრანსფერი ჩაიშალა

რამდენიმე საათის წინ „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბრუნო ფერნანდეშის „მანჩესტერში“ ტრანსფერი ჩაიშალა. Sun-ისა და Manchester Evening News-ის ცნობით ჯო გლეიზერმა პორტუგალიელი ფეხბურთელის შეძენაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც „სპორტინგმა“ გამოსასყიდი თანხის დაკლებაზე უარი განაცხადა.

The Sun-ის ცნობით ჯო გლეიზერი თვლის, რომ ფერნანდეშისთვის ამხელა თანხის გადახდა სწორი გადაწყვეტილება არაა და ფეხბურთელი ამდენი ნამდვილად არ ღირს.

შეგახსენებთ, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ „ლომებს“ 51 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, რომლიდანაც გარანტირებული 42.5 მილიონი იყო(დანარჩენი ბონუსებზე მოდიოდა). პრობლემა ისაა, რომ „სპორტინგში“ თვლიან, რომ ბონუსები არარეალურია და მათი მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ „ნისლიან ალბიონზე" გავრცელებული ინფორმაციით „სპორტინგის“ დატოვება აღარც ფერნანდეშს სურს. ასე რომ დიდი შანსია „წითელ ეშმაკებს“ კიდევ ერთხელ მოეცაროთ ხელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები