Aa
Aa

მორიგი ნაბიჯი - ერიქსენი "ტოტენჰემის" წარმომადგენლებს პირადად შეხვდა

იტალიური პრესის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენმა „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა პირადად გამართა და კლუბიდან გაშვება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

დანიელ მოთამაშეს ლონდონური კლუბიდან წასვლა იანვარშივე სურს, რის შესახებაც „დეზების“ უფროსობას დახურულ კარს მიღმა დაელაპარაკა. აქამდე „ტოტესთან“ მოლაპარაკებებს ფეხბურთელის წარმომადგენლები მართავდნენ, ახლა კი პროცესში თავად 27 წლის გამთამაშებელიც ჩაერთო.

როგორც ვიცით, ერიქსენმა „ინტერს“ თანხმობა უკვე უთხრა, რის შემდეგაც ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებებზე მიდგა. ინგლისელები 20 მილიონ ევროს ითხოვენ, ხოლო იტალიელთა ბოლო წინადადება დაახლოებით 18 მილიონ ევროს შეადგენდა.

Sky Sport Italia-ს თქმით, თუკი ამ შეთავაზებაზეც უარი მიიღეს, „ნერაძურის“ ბოსებს მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ასე რომ, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სკანდინავიელი ვარსკვლავი „ჯუზეპე მეაცაზე“ იანვრის ბოლომდე გადაბარგდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები