ოფიციალურად: ოდრიოსოლა
Aa
Aa

ოფიციალურად: ოდრიოსოლა "ბაიერნში" ითამაშებს!

მადრიდის "რეალმა" და მიუნხენის "ბაიერნმა", ალვარო ოდრიოსოლას იჯარის თაობაზე, შეთანხმებას მიაღწიეს. ესპანელი მარჯვენა მცველი ბავარიულ კლუბში, განათხოვრების წესით, 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მხარეებმა საბოლოო შეთანხმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს, ოდრიოსოლა უკვე მიუნხენში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და დღეს, ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშებს.

24 წლის განაპირა მცველი გერმანულ გრანდში მშრალი იჯარით ითამაშებს, შემდეგ კი კვლავ "სამეფო კლუბს" დაუბრუნდება. 

ალვარო ოდრიოსოლა "რეალმა" 2018 წელს "სოსიედადიდან" შეიძინა და მის სანაცვლოდ ჯამში 35 მილიონი ევრო გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები