უჩვეულო ფაქტი თურქეთში - სამი პენალტი,გაძევებული მეკარე და მცველის სეივი
Aa
Aa

უჩვეულო ფაქტი თურქეთში - სამი პენალტი,გაძევებული მეკარე და მცველის სეივი

თურქეთის მესამე ლიგაში უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა.

უშაკსპორისადაველიმეშესპორისმატჩის 90-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მასპინძლების კარში პენალტი დანიშნა.

თერთერტმეტრიანიუშაკსპორისმეკარემ ერსინ აიდანმა მოიგერია.

შეხვედრის მსაჯმა პენალტის გამეორება მოითხოვა და მეკარეს ყვითელი ბარათი უჩვენა. მიზეზად კი აიდანის კარის ხაზზე არ დგომა დაასახელა.

მეორე პენალი კვლავ მეკარემ მოიგერია, მსაჯმა კვკლავ მიმართა ასისტენტს.

თათბირის შემდეგ არბიტრმა მესამედ მიუთითა პენალტის ნიშნულისკენ , ხოლო მეკარე ერსინ აიდანი კამათის გამო მოედნიდან გააძევა.

აიდანის გაგდების შემდეგ კარში გუნდის მცველი ლუვეტ აკტუგი ჩადგა , რომელმაც მესამე პენალტიც მოიგერია.

 

აღნიშნული შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები