Aa Aa
20 იანვარი 2020  |  12:19

პსჟ კულიბალის უმიზნებს - პარიზელები ფავორიტები არიან

„პარი სენ-ჟერმენი“ კალიდუ კულიბალისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად გვევლინება. La Gazetta dello Sport-ის ცნობით პარიზელები სენეგალელის დაყოლიებას მეგა-წინადადებით შეეცდებიან.

კულიბალის სამომავლო გეგმებში „ნაპოლის“ დატოვება არ შედიოდა, მაგრამ კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. „პაპა კარლოს“ გაშვებამ 28 წლის მცველი გაანაწყენა და ადგილსამყოფელის შეცვლაზე დააფიქრა.

იტალიური გამოცემის მიხედვით პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ კულიბალის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მას 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ანაზღაურების სახით კი ყოველწლიურად 10.2 მილიონ ფუნტს დაჰპირდა.

 სენეგალელის პოზიციის შესახებ უცხოურ პრესაში არაფერი იწერება, მაგრამ გავლენიანი ტაბლოიდები იუწყებიან, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ შეთავაზებას იანვრის ბოლომდე გაუკეთებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები