Aa Aa
19 იანვარი 2020  |  23:25

ზამთრის თასი: ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა ტურნირი შეაფასეს

ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში, დავით პეტრიაშვილის სახელობის „ზამთრის თასის“ 2020 წლის გათამაშება დასრულდა. ლეგენდათა ტურნირის გამარჯვებული უკრაინის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალური მატჩი საქართველოს ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.

ფინალამდე გუნდები დამაჯერებლად მივიდნენ, ქართველებმა 1/2 ფინალში თურქეთს აჯობეს, უკრაინელებმა კი უეფა-ს გუნდი გაანადგურეს.

გადამწყვეტი მატჩი საინტერესო და შეიძლება ითქვას, დრამატული გამოდგა. უამრავი სახიფათო მომენტის მიუხედავად, გულშემატკივარმა ერთადერთი გოლი იხილა, რომელიც ედუარდ ციხმეისტრუკმა, ბოლო წუთებზე, გაიტანა.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ უკრაინელი ვიტალი რევა დასახელდა, საუკეთესო ბობარდირი გეორგიოს კარაგუნისი გახდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

ლეგენდათა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა ესპანეთის, თურქეთის, უეფა-ს, ფიფა-ს, უკრაინისა და საქართველოს ვეტერანთა ნაკრებებმა მიიღეს, CrystalSport-თან საუბრისას ნუნუ გომეშმა, ანგელოს ხარისტეასმა, რუსლან როტანმა, ლევან კობიაშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა, დავით კვირკველიამ და გიორგი ფოფხაძემ შეაფასეს.

ლევან კობიაშვილი - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

 

ალექსანდრე იაშვილი - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

 

დავით კვირკველია - ვეტერანი ფეხბურთელი

 

გიორგი ფოფხაძე - ვეტერანი ფეხბურთელი

 

ნუნო გომეში - ვეტერანი ფეხბურთელი

  

რუსლან როტანი  - ვეტერანი ფეხბურთელი

  

ანგელოს ხარისტეასი - ვეტერანი ფეხბურთელი

 

ლეგენდათა ტურნირის პარალელურად, 15-წლამდე ფეხბურთელთა გათამაშებაც გაიმართა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს სფფ აკადემია რუსთავი და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. აკადემიელებმა მეტოქეს 3:1 აჯობეს და „ზამთრის თასი“ პირველად მოიგეს. CrystalSport-თან აკადემიის ფეხბურთელმა, გიორგი მაღრაძემ ისაუბრა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები