ახალი კანტე - ბუბაკარი სუმარესთვის
Aa
Aa

ახალი კანტე - ბუბაკარი სუმარესთვის "მანჩესტერი" და "ჩელსი" იბრძვიან

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ ახალი კანტესთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ. „ლილის“ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბუბაკარი სუმარე გრანდების ინტერესის ობიექტია.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სუმარეს თამაშის შემხედვარე ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „არსენალი“, „ტოტენჰემი“ და „რეალიც“ იჩენენ.

„იუნაიტედი“ და „ჩელსი“ ახლგაზრდა ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად სხვებთან შედარებით მეტად აქტიურობენ. სუმარეს გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 40 მილიონი ფუნტი იქნება.

20 წლის ფეხბურთელი პსჟ-ს სკოლის აღზრდილია და „ლილის“ პირველ გუნდში 2017 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე უკვე 64 შეხვედრაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები