Aa
Aa

იტალიელი ინვესტორი ქუთაისშია და მერიასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

იტალიელი ინვესტორი, ფაბიო მანინი ქუთაისში იმყოფება და „ტორპედოს“ შეძენასთან დაკავშირებით ქალაქის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც მანინიმ ადგილობრივებთან საუბრისას განაცხადა, მას კლუბის ყიდვის გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ახლა კი დეტალების დაზუსტება და სასპონსორო ვალდებულებების განხილვა მიმდინარეობს.

მანინის ინტერესშია, რომ ფორმალური საკითხები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს, რათა კლუბი ოფიციალურად გადაიფორმოს და ჩადებული ინვესტიციის შედეგად, ქუთათურთა მთავარი გუნდი კონკურენტუნარიანად აქციოს.

შეგახსენებთ, რომ ზაალ ჩაჩავამ „ტორპედო“ აგვისტოში დატოვა, რის შემდეგაც კლუბი ქუთაისის მერიის ბალანსზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები