Aa Aa
15 იანვარი 2020  |  15:44

კავანის ორი ვარიანტი - „ატლეტიკო" თუ პსჟ?

ედინსონ კავანის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უცხოურ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი, ნიკოლო შირა იტყობინება, რომ „ატლეტიკო“ ურუგვაელის გადაბირებასთან ახლოსაა და უახლოეს დღეებში მასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. შირას თქმით „როხიბლანკოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ხილ მარტინი პსჟ-ს წარმომადგენლებს დღეს შეხვდება და ტრანსფერის საბოლოო დეტალებს შეათანხმებს.

ესპანური გამოცემები, Marca და AS კი აცხადებენ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია. არადა ფრანგული გამოცემა, RMC Sport იუწყება, რომ კავანიმ კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ „პარკ დე პრენსის“ დატოვება და კარიერის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაგრძელება უნდა.

ამ ყველაფერთან ერთად თანხა, რომელსაც „ატლეტიკო“ იხდის, ძალიან ცოტაა იმ თანხასთან შედარებით, რისი მიღებაც პსჟ-ს სურს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები