დღის ამბავი! - ბასილაშვილმა არაადეკვატური კუევასი კორტზე ერთი წინადადებით დააბრუნა!
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და პაბლო კუევასის მატჩისას ძალიან უცნაური ფაქტი მოხდა, რომლის ამსახველი ვიდეოც საჩოგბურთო სამყაროს დღის ერთ-ერთ მთავარ ამბად იქცევა.
მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო კუევასმა კორტზე არაადეკვატურად მოქცევა დაიწყო - ჩაწოდების წინ კენგურუს ნახტომი გააკეთა, შემდეგ აუტში ძალით ურტყამდა, რასაც ცინიკურ ჟესტებს აყოლებდა, შემდეგ მსაჯთან ასეთი წინადადებით მივიდა: "დაუძახე სუპერვაიზერს, დაუძახე პოლიციას".
ბოლოს კი ურუგაელთა პირველმა ნომერმა გეიმის მსვლელობისას სათამაშო ზონა დატოვა და სკამზე გადაინაცვლა, რაზეც სუპერვარიზერისგან შენიშვნა მიიღო, რომ მას ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა.
სუპერვაიზერთან საუბარმა შედეგი არ გამოიღო, კუევასმა თამაშზე უარი თქვა და კორტიდან გადიოდა, რა დროსაც მასთან ბასილაშვილი მივიდა და რამდენიმე სიტყვა უთხრა - სამხრეთ ამერიკელი შებრუნდა და თამაში გააგრძელა!
ჯერჯერობით უცნობია, რა უთხრა ნიკამ ურუგვაელ ჩოგბურთელს, თუმცა ფაქტია, იგი ქართველის სიტყვებმა უმალ გადაარწმუნა და თამაში რამდენიმე წამში განახლდა.