Aa Aa
8 იანვარი 2020  |  15:51

"მანჩესტერი", "ჩელსი", თუ "ბარსა"? - დანი ოლმოსთვის ბრძოლა დაიწყო

The Sun-ის ცნობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ზაგრების „დინამოს“ ესპანელი ნახევარმცველის დანი ოლმოს შეძენას „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ბარსელონა“ შეეცდებიან.

წყაროს თანახმად, ზაგრებელები ოლმოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღებას ითხოვენ. ამ თანხის გადახდა კი ზემოთხსენებულ სამივე კლუბს შეუძლია.

ინგლისური გამოცემა წერს, რომ ოლმოს შეძენის მთავარი კანდიდატი „ბარსელონაა“. ფეხბურთელს თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნების სურვილი აქვს და ეს მან საჯაროდაც დაადასტურა.

თუმცა, არის ერთი პრობლემა. „ბარსა“ ცდილობს, რომ ოლმო ზაფხულში გაიფორმოს. ტრანსფერის მომხრეა ვალვერდეც, თუმცა ისიც სეზონის დასრულებას ელოდება.

ეს გარემოება „მანჩესტერსა“ და „ჩელსის“ უპირატესობას აძლევს, რადგან ფეხბურთელი კლუბის შეცვლას იანვარშივე გეგმავს და არც პრემიერლიგაში თამაშის წინააღმდეგია.

უახლოეს დღეებში ზაგრებელები სავარაუდოდ ოფიციალურ შეთავაზებას მიიღებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები