Aa
Aa

ლობჟანიძის გოლი პანენკას სტილში და ბრძოლა ბომბარდირობისთვის!

ნოემბერში ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას მიღებული ტრავმის შემდეგ საბა ლობჟანიძემ ''რანდერსის'' რიგებში მესამე მატჩი ჩაატარა, სასტარტოში კი პირველად ''ესბიერგთან'' მოხვდა. ''რანდერსისა'' და ''ესბიერგის'' დაპირისპირებისას ანგარიში მერვე წუთზე ლობჟანიძემ გახსნა, რომელმაც პანენკას სტილში პენალტი ზუსტად შეასრულა.

ლობჟანიძის მსგავსად სასტარტოში მოხვდა ''ესბიერგის'' ქართველი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი.

24 წლის ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგაში მე-15 მატჩი ჩაატარა და მერვე გოლი შეაგდო. გარდა ამისა მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ ტურში ლობჟანიძემ სამი გოლი გაიტანა და ტრავმის შემდეგ მინდორს გოლებით დაუბრუნდა.

ამ ეტაპზე საბა ლობჟანიძემ ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილს იკავებს. შესაძლოა მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა ''რანდერსი'' დატოვოს და უფრო ძლიერ კლუბში ვიხილოთ, რადგან მის მიმართ ინტერესი დიდია, რასაც ''რანდერსის'' მმართველები არ მალავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები