ბრწყინვალე მო სალაჰი!
Aa
Aa

ბრწყინვალე მო სალაჰი! "ლივერპულმა" "უოტფორდი" ეგვიპტელის დუბლით დაამარცხა (VIDEO)

პრემიერლიგის მე-17 ტურში „ლივერპულმა“ მე-16 გამარჯვება გაიფორმა. იურგენ კლოპის გუნდმა „ენფილდზე“ „უოტფორდს“ 2:0 მოუგო.

„მერსისაიდელებმა“ მატჩი არც ისე მაღალ დონეზე ჩაატარეს და პრემიერლიგის ბოლოადგილოსანს ბევრი სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება მისცეს.

საბოლოოდ, „წითლებმა“ მო სალაჰის დუბლით იმარჯვეს. ეგვიპტელის მეორე გოლის ნახვა ერთ რამედ ღირდა.

დივოკ ორიჯის ცუდი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ძელთან მდგომ სალაჰს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა მახვილგონივრული დარტყმით ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა.

კლოპის გუნდი სატურნირო ცხრილს 49 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები