ლამპარდი:
Aa
Aa

ლამპარდი: "ისეთ მოთამაშეებთან მსურს მუშაობა, რომლებსაც აქ ყოფნა სურთ"

რამდენიმე დღის წინ „ჩელსის“ ესპანელმა შემტევმა პედრო როდრიგესმა განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ სიამოვნებით დაბრუნდებოდა: „ყველამ იცის „ბარსელონას“ მიმართ რას ვგრძნობ და ყოველთვის ვამბობდი, რომ „კამპ ნოუზე“ დაბრუნებას ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავდი.

„ბარსელონა“ გახლავთ კლუბი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. „ბარსასთან“ ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. „ბლაუგრანას“ ღირსებას წლების განმავლობაში ვიცავდი და მისი გულშემატკივრების სიყვარულს ახლაც ვგრძნობ“.

„ბარსელონაში დაბრუნება ვარიანტი ყოველთვის იყო და იმედი მაქვს ყველაფერი ზუსტად ასე განვითარდება“.

ასევე, გამუდმებით იწერება, რომ ვილიანი სეზონის ბოლოს კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ბრაზილიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა „ჩელსის“ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ამ თემის შესახებ პირველად საჯაროდ ისაუბრა ფრენკ ლამპარდმა, რომლის კომენტარსაც ესპანური Mundo ავრცელებს:

„მე ისეთ მოთამაშეებთან მსურს მუშაობა, რომლებსაც აქ ყოფნა სურთ და გუნდისთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ. ამ თემაზე ჩემი შეხედულება ასეთია, ყველაფერი მარტივადაა.

იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ამჟამად „ჩელსიში“ ირიცხებიან, იანვრამდე მათ შესახებ არაფრის თქმას არ ვაპირებ“.

როგორც ჩანს, იანვარში „არისტოკრატთა“ რიგებში ცვლილებები იგეგმება. კლუბს სატრანსფერო ბანი მოხსნილი აქვს და დიდი ალბათობით ლონდონელები შემადგენლობას გააძლიერებენ, რაც ავტომატურად რამდენიმე მოთამაშის გასხვისებასაც ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები