გველესიანის შესანიშნავი სეზონი: 4 გოლი და პირველი ადგილი!
Aa
Aa

გველესიანის შესანიშნავი სეზონი: 4 გოლი და პირველი ადგილი!

ირანის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ქართველი ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი შედეგიან სეზონს ატარებს. 28 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ისპაჰანის ''სეპაჰანის'' ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი ''პაიკანს'' გაუტანა.

''სეპაჰანმა'' საშინაო შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, გველესიანმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. საბოლოოდ მატჩი 2:0 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში გველესიანი სასტარტოში მოხვდა და შეუცვლელად, მატჩის ბოლომდე ითამაშა.

14 ტურის შემდეგ ''სეპაჰანი'' 28 ქულით პირველ ადგილზეა და ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტია, თუმცა თუ ''პერსეპოლისი'' გამოტოვებულ შეხვედრას მოიგებს, ქულების რაოდენობის მიხედვით ორ ლიდერს ვიხილავთ, ''პერსეპოლისსა'' და ''ისპაჰანს.'' ასე რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ''სეპაჰანს'' რთული მატჩების ჩატარება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები