Aa
Aa

ანჩელოტიმ შესაძლოა „ევერტონი" ჩაიბაროს - იტალიელი „კანფეტების" წარმომადგენლებს შეხვდება

„ნისლიან ალბიონზე“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს 24 საათში კარლო ანჩელოტი ლონდონში ჩაფრინდება და „ევერტონის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

The Sun-ის ცნობით 60 წლის იტალიელი სპეციალისტი „კანფეტების“ პრეზიდენტსა და მფლობელს შეხვდება და დიდი შანსია სწორედ „გუდისონ პარკის“ ბინადრები ჩაიბაროს.

როგორც ირკვევა ანჩელოტის სამწვრთნელო საქმიანების გაგრძელება უნდა, თუმცა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. „პაპა კარლოს“ სურს ყველა ვარიანტი განიხილოს, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოს და არჩევანი მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს.

ბრიტანული ტაბლოიდის თანახმად „ნაპოლის“ ექს-თავკაცის გადაბირებით „არსენალიც“ დაინტერესებულია. „მეთოფეები“ უნაი ემერის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ კანდიდატად იტალიელ სპეციალისტს მოიაზრებენ. თუმცა კლუბის მფლობელს სტენ კროენკეს სურს გუნდი ისეთ სპეციალისტს ჩააბაროს, რომელსაც ზურგს „არსენალში" თამაშის გამოცდილება უმაგრებს. ამ კრიტერიუმს კი მიკელ არტეტა და პატრიკ ვიეირა აკმაყოფილებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები