Aa
Aa

მესი: „შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ"

ლიონელ მესი „ბარსელონას“ მოუწოდებს ბოლო ორ სეზონში დაშვებულ შეცდომებზე ისწავლოს და მიმდინარე სეზონში ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. არგენტინელმა ფეხბურთელმა „ბლაუგრანასა“ და ჩემპიონთა ლიგის შესახებ Adidas-ის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ ბოლო ორ სეზონში განცდილი კრახი არ გვავიწყდება, თუმცა ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ. ორი აზრი არაა, რომ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მაგრამ წარსულის ნაცვლად აწმყოზე და მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ახალ სეზონს ვატარებთ და ახალ ტურნირში ვმონაწილეობთ. უნდა დავივიწყოთ შარშან და შარშანწინ რა მოხდა. ჩვენი მხრიდან შეცდომა იქნება „ლივერპულთან“ და „რომასთან“ წაგებულ შეხვედრებზე რომ ვიფიქროთ“.

ზემოთ ხსენებულ ღონისძიებაზე „ლა პულგამ“ „ელ-კლასიკოს“ შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ 18 დეკემბერს ძალიან ძლიერ „რეალს“ ელოდება. მესიმ დასძინა, რომ ორივე გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება და გულშემატკივრები საკმაოდ საინტერესო მატჩს იხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები